|
მიმდინარე წლის 23 აპრილს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტს თურქეთიდან ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ქ.სამსუნის ცხრამეტი მაისის უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის ჰუსეინ აკანის ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანი იყო მემორანდუმის გაფორმება ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობაზე. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მეცნიერ–თანამშრომლებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებსა და უნივერსიტეტების მიერ განხორციელებულ სხვა ღონისძიებებში. დელეგაციის წევრებს გულთბილი შეხვადრა მოუწყო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ. რექტორის კაბინეტში გაიმართა მოლაპარაკება, რომელმაც კეთილმოსურნეობის ატმოსფეროში ჩაიარა და მოლაპარაკების შემდეგ გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ სამსუნის ცხრამეტი მაისის უნივერსიტეტსა და საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.
|






