|
11 ივნისიდან 14 ივნისამდე აგროეკოლოგთა ჯგუფმა და მისმა ხელმძღვანელმა პროფესორმა როზა ლორთქიფანიძემ მოაწყვეს ექსკურსია ალპურ ზონაში და მას "აგროეკოლოგთა გზამკვლევი" დაარქვეს. მათ შეძლეს ბორიალურ–ალპური ბიო–ეკოლოგიური სარტყლის ნიადაგების დათვალიერება პრიმიტიულ–ფრაგმენტულ ნიადაგების ზოლში, კულტურულ მართლმადიდებლური ძეგლების მოლოცვით. მარშუტი – ანანური, ყაზბეგი, გერგეთის სამების ტაძარი, ლომისის წმინდაგიორგის ტაძარი, ბაზალეთი, ფშავხევსურეთი, მცხეთა, დაათვალიერეს ლარსის საზღვარი (რუსეთსაქართველოს საზღვარი) ლარსზე მშენებარე ტაძარი, რომელიც არის დარიალის ხეობის მთავარანგელოზების მიქაელის, გაბრიელის და წმინდა გიორგის სახელობის. სტუდენტებმა ჩამოიტანეს ნიადაგწარმომქნელი ქანები–ნიადაგმცოდნეობის ლაბორატორიის მუზეუმისათვის.
|








