|
მიმდინარე წლის 11 ივნისს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა თვითმართველობის ინიციატივითა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა დამსახურებული არტისტის გოვენ ჭეიშვილის საღამო. რომელსაც გულთბილად მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორი პროფ. რ. კოპალიანი, თვითმართველობის პრეზიდენტი ვ. ჟორჟლიანი და სხვ.გამომსვლელები. იუმორისტულ საღამოში სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას იღებდა ბატონი გოვენიც. საღამოს დასრულების შემდეგ ბატონ გოვენს სტუდენტური თვითმართველობის სახელით გადაეცა ფულადი საჩუქარი, ხოლო ადმინისტრაციის სახელით – სუვენირები და ჩვენი უნივერსიტეტელებისთვის ყველაზე ძვირფასი წიგნი "უნივერსიტეტის ისტორია".
|





