მიმდინარე წლის 1–3 ივნისს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტს პოლონთიდან ეწვია პოზნანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დელეგაცია პრორექტორ  შტეფან ტჟციელინსკის            ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანი იყო პოზნანის ტექნოლოგიურ უნივრსიტეტსა და საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება, რომლისთვისაც წინასწარი მოსამზადებელი საქმიანობა გასწია სუბტროპიკული კულტურების მექანიზაციისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტის  სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და სატრანსპორტო გადაზიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებმა. დელეგაციის წევრებს  გულთბილი და საქმიანი შეხვედრა მოუწყო  უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ . შეხვედრის შემდეგ გაიმართა ხელმოწერის ცერემონიალი. უნივერსიტეტის რექტორმა სრ.პროფ .რ.კოპალიანმა განათლებისა და კვლევების სფეროში ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და განმტკიცების, აგრეთვე კულტურის გაცნობის მიზნით ხელი მოაწერა პოზნანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ხელშეკრულებას და  მადლობა გადაუხადა  დელეგაციის წევრებს სტუმრობისა და გაწეული საქმიანობისათვის.