მიმდინარე წლის 21 მაისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტში ჩატარდა სტუდენტთა რესპუბლიკური ოლიმპიადა გამოყენებით ეკოლოგიაში, რომელშიც აქტიური და წარმატებული მონაწილეობა მიიღეს და თავი ისახელეს ჩვენი უნივერსიტეტის აგროეკოლოოგთა ჯგუფის სტუდენტებმა:
ივანე ბიბიჩაძე დაჯილდოვდა I ხარისხის დიპლომით;
ალეკო  ბაღდავაძე დაჯილდოვდა I ხარისხის დიპლომით;
თათია დანელია დაჯილდოვდა I ხარისხის დიპლომით;
ირაკლი ორმოცაძე დაჯილდოვდა II ხარისხის დიპლომით;
ვანდა გვანცელაძე დაჯილდოვდა II ხარისხის დიპლომით;
მეცნიერ ხალმძღვანელი სრული პროფესორი როზა ლორთქიფანიძე.
საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს პროფესორს ბატონ როლანდ კოპალიანს სამადლობელი წერილი გამოუგზავნა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიორგი ხობუამ, სადაც საუბარია სტუდენტების წარმატებებზე, სრული პროფესორის როზა ლორთქიფანიძის დამსახურებაზე.
პროფ. გიორგი ხობუა იტოვებს იმედს რომ, უფრო მეტად გაღრმავდება და გაფართოვდება თანამშრომლობა უნივერსიტეტების სტუდენტებსა და პროფესორ–მასწავლებლებს შორის.