|
მიმდინარე წლის 11 მაისს უნივერსიტეტს ესტუმრა აფხაზეთის კულტურისა და განათლების მინისტრი ქ–ნი დალი ხომერიკი, რომჯელმაც უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე რექტორთან პროფ.რ.კოპალიანთან ერთად უნივერსიტეტის თანამშრომლებს გააცნო აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა. მინისტრმა აღნიშნა რომ აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა ხელს შეუწყობს აფხაზეთის მეცნიერთა ინტელექტუალური პოტენციალის გაღრმავებას და აფხაზეთის თემატიკის სამეცნიერო აკადემიურ წრეებში წარმოჩენას. პროგრამის მიზანია აგრეთვე ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ხელშეწყობა.
|




