|
მიმდინარე წლის 12–17 აპრილს ქ.ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდა ტურნირი მინი ფეხბურთში, სადაც მონაწილეობას ღებულობდა 6 უმაღლესი სასწავლებელი. ტურნირი ჩატარდა ჯგუფური სისტემით. სსმსუ–ის ნაკრები გუნდი ჯგუფიდან გავიდა I ადგილზე და ფინალში შეხვდა II ჯგუფის გამარჯვებულს – ლამპარის უმაღლესს სასწავლებელს, თამაში დამთავრდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკრები გუნდის გამარჯვებით 6:2. გუნდი დაჯილდოვდა ქ. ქუთაისის სპორტის სასახლის გარდამავალი თასით და პრიზებით. გამარჯვებული გუნდი უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა რ. კოპალიანმა და ადმინისტრაციამ წაახალისა ერთდღიანი ექსკურსიით, რისთვისაც სსმსუ–ის ფეხბურთელთა გუნდი მადლობას უხდის რექტორს და ადმინისტრაციას.
|


