|
საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2010-2011 სასწ. წელს აცხადებს მაგისტრატურაში მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
1. სუბტროპიკული მეურნეობისა და ლანდშაფტური არქიტექტურის ფაკულტეტი • სუბტროპიკული კულტურების აგროტექნოლოგია • სუბტროპიკული კულტურების სელექცია • აგროეკოლოგია • ლანდშაფტური არქიტექტურა აკადემიური ხარისხი - სოფლის მეურნეობის მაგისტრი სწავლის წლიური გადასახადი ფაკულტეტის ყველა სამაგისტრო პროგრამაზე 1250 ლარია
2. სუბტროპიკული კულტურების მექანიზაციისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტი • ღვინის ტექნოლოგია • ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ტექნოლოგია • ჩაის ტექნოლოგია
• თამბაქოს ტექნოლოგია • ეთერ-ზეთების ტექნოლოგია • ხილ-ბოსტნეულის დაკონსერვების ტექნოლოგია • პურისა და პურ-პროდუქტების ტექნოლოგია აკადემიური ხარისხი - ტექნოლოგიების მაგისტრი სწავლის წლიური გადასახადი ფაკულტეტის ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სამაგისტრო პროგრამაზე 1500 ლარია
• სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის მექანიზაცია აკადემიური ხარისხი - აგროინჟინერიის მაგისტრი სწავლის წლიური გადასახადი ამ პროგრამაზე 1250 ლარია
3. ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი • აგრობიზნესის მენეჯმენტი • ტურიზმის მენეჯმენტი • ბიზნესის ადმინისტრირება • ეკოტურიზმი აკადემიური ხარისხი - ბიზნესის მართვის მაგისტრი სწავლის წლიური გადასახადი ფაკულტეტის ყველა სამაგისტრო პროგრამაზე 1500 ლარია
აბიტურიენტთა რეგისტრაცია და მისაღები გამოცდები მიმდინარეობს ორ ეტაპად: I ეტაპი: ა) რეგისტრაცია საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის სსმსუნივერსიტეტსა და ნებისმიერ სხვა აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში 8.04.2010 – 10.05.2010 წლის ჩათვლით ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდები მისაღები გამოცდების ეროვნულ ცენტრებში ივლისის შუა რიცხვებში (ვადები გამოქვეყნდება დამატებით www.naec.ge) II ეტაპი: ა) რეგისტრაცია საუნივერსიტეტო გამოცდისთვის საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საერთო ეროვნული გამოცდების ჩაბარების და შესაბამისი სერტიფიკატის მოპოვების შემდეგ) სასწავლო პროცესების მართვის სამსახურში 2.09.2010 -2.10.2010 წლის ჩათვლით. დარეგისტრირების პარალელურად (იმავე დღეს) მოხდება მაგისტრანტობის კანდიდატების საბუთების შემოტანა და განაცხადის ფორმის შევსება სსმსუნივერსიტეტის მაგისტრატურის მიმღებ კომისიაში კომისიის პასუხისმგებელ მდივნებთან ფაკულტეტების მიხედვით. ბ) საუნივერსიტეტო დარგობრივი გამოცდა ჩატარდება სსმსუნივერსიტეტში ოქტომბრის დასაწყისში 1. სუბტროპიკული მეურნეობისა და ლანდშაფტური არქიტექტურის ყველა სამაგისტრო პროგრამაზე : 4.10. 2010წ. (ორშაბათი) 2. სუბტროპიკული კულტურების მექანიზაციისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტის ყველა სამაგისტრო პროგრამაზე: 5. 10. 2010წ (სამშაბათი) 3. ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ყველა სამაგისტრო პროგრამაზე: 6. 10. 2010 წ (ოთხშაბათი)
სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობა 2 წელია. სწავლა დაიწყება 2010-2011 წლის საშემოდგომო სემესტრიდან.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 8(231) 2-00-57; 877 24-33-34 ელ.ფოსტა:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ვებგვერდი: www.ssmsu.edu.ge ან მობრძანდით მისამართზე: ქ. ქუთაისი ჭავჭავაძის გამზირი #21, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
გელით და გისურვებთ წარმატებას!
|