უნივერსიტეტების რექტორებმა შეხვედრისას ისაუბრეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტების შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე და თურქეთის აგრარულ უნივერსიტეტებთან ურთიერთდაახლოებაზე. რექტორებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზე და ორი მეგობრული ქვეყნის ხალხების ურთიერთპატივსაცემად მიიჩნიეს, რომ ჩვენს უნივერსიტეტში შექმნილია თურქული ენის შემსწავლელი ცენტრი, რომელშიც უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ უფასოდ შეისწავლონ თურქული ენა. აღნიშნულის საპასუხოდ კი თურქეთის მხარე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას სთავაზობს წარმატებული სტუდენტების მიწვევას თურქეთში იქაური ყოფა-ცხოვრებისა და სასწავლო პროცესების გასაცნობად.
რექტორებმა ასევე ისაუბრეს თურქეთიდან სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ვიზიტის შესახებ ჩვენს უნივერსიტეტში, რომლის ფარგლებში მოხდება ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება. აღნიშნული კავშირის პირობების შესათანხმებლად უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის პროფ. რ. კოპალიანის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის პროფ. ქ. კინწურაშვილის და ყოფილი რექტორის ნ. ებანოიძის შემადგენლობით 2009 წლის მაისში იმყოფებოდა თურქეთში.